понедельник, 16 декабря 2013 г.

თემა: გულსისხლძარღვოვანი სისტემა, სამოდელო გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, მე-10 კლასი

ქულა
შეფასების კრიტერიუმები
10 - 9
მოსწავლე ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და მის კომპონენტებს, იცის თუ როგორ წარმოიქმნება სისტოლური და დიასტოლური  წნევა, აღწერს გულის მუშაობის თავისებურებებს და გულსისხლძარღვოვანი სისტემის ზოგიერთ პათოლოგიას, აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობას.
8 -7
მოსწავლე ახასიათებს სისხლის მიმოქცცევის სისტემას, მაგრამ ვერ ხსნის როგორ წარმოიქმნება არტერიული და ვენური წნევა, აღწერს გულის მუშაობის თავისებურებებსაც, ასევე შეუძლია ჩამოთვალოს ზოგიერთი გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგია და გაანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის  და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობა.
6 - 5
მოსწავლეს შეუძლია სისხლის მომოქცევის სისტემის და გულის მუშაობის თავისებურებების დახასიათება, თვლის ზოგიერთ გულსისხლძარღვოვან პათოლოგიებს, მაგრამ ვერ ხსნის თუ როგორ წარმოიქმნება სისტოლური და დიასტოლური წნევა, და ასევე ვერ აანალიზებს  აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობას.
4 - 3
მოსწავლეს მხოლოდ შეუძლია  ჩამოთვალოს გულსისხლძარღვოვანი სისტემის კომპონენტები და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პათოლოგიები.
2 - 1
მოსწავლე ვერ ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ვერ თვლის მის კომპონენტებს, ვერ ხსნის თუ როგორ წარმოიქმნება სისტოლური და დიასტოლური წნევა, არ შეუძლია გულის მუშაობის თავისებურებების აღწერა.

Комментариев нет:

Отправить комментарий