среда, 12 марта 2014 г.

IX დღე

დამთავრდა  ცხრა დღიანი ტრენინგ კურსი, უაღრესად დატვირთული და საინტერესო..
ბოლო დღეს ნათია ტრენერმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ბლოგზე გადატანა ჩვენი პროექტის გეგმის,.შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, რაც ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა...
და ბოლოს....იმედია ასეთი ტრენინგები ხშირად ჩაგვიტარდება და გავიღრმავებთ ცოდნასაც და გამოცდილებასაც....

пятница, 21 февраля 2014 г.

VIII დღე

ინტელის ტრენინგის ბოლო დღე.,რათქმაუნდა მოლოდინებით აღსავსე პრეენტაციების დღეს თუ არ ჩათვლით:)
დღეს ტრენერმა გაგვახსენა ფასილიტაციის არსი და გვაჩვენა ორი პრეზენტაცია რომელიც სწავლების ამ მეთოდს ემყარებოდა,. შემდეგ ჩვენ გაგვაკეთებინა მსგავსი პრინციპით პრეზენტაციები ოღონდ ჩვენს პროექტზე მისადაგებული.,
კვლავ გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და შევავსეთ  დარჩენილი საკითხები.,
გული მწყდება, რომ ტრენინგი დასასრულს უახლოვდება.,:(

VII დღე

დღეს intel-ის ტრენინგის ბოლოდან მეორე დღეა და ვხვდებით, რომ თანდათან მიილია ეს ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი კურსი ჩვენთვის.,
ამ დღეს ჩვენ კვლავ გავაკეთეთ წინა ტრენინგდღის რეფლექსია, კვლავ გადავავლეთ თვალი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკას, კიდევ გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა, ვისაუბრეთ ვიკიზე როგორც დაუმთავრებელ ინტერნეტსივრცეზე, ვისაუბრეთ მოსწვლეთა საჭიროებებზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე, განსაკუთრებული და მაღალი საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, ასევე გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე, გავიხსენეთ სკაფოლდინგი- ხარაჩოს მეთოდი, .შევქმენით პრეზენტაცია და შევინახეთ.,

воскресенье, 16 февраля 2014 г.

VI დღე

დღეს პროექტის გეგმაში შევავსეთ საბაზისო უნარები, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება word-ის და    power point-ის დოკუმენტში, ვიუერის სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების შაბლონებში და პროექტის გეგმაში პროექტის პროცედურების ჩასმაზე,.
ასევე პროექტის პორტფოლიოს ჩეკლისტში მოვნიშნეთ ჩვენი ნაბიჯები.,

понедельник, 10 февраля 2014 г.

V დღე

10 თებერვალი, ტრენინგის მე-5 დღე.,
დღეს პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტების სქემაზე და ჩავწერეთ ჩვენი აქტივობების შესაბამისი შეფასებები, ასევე ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და მოგვიწოდა, რომ არ დავარღვიოთ სხვისი საავტორო უფლებები ჩვენს სასარგებლოდ, გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოში გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს და შევავსეთ ის, ასევე ვისწავლეთ ინტერნეტიდან მოძიებული მასალის ლინკების გადატანა გამოყენებული ლიტერატურის გვერდზე და you tube- დან ვიდეოს გადატანა ბლოგზე, კიდევ ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება ბლოგზე.,
ასე რომ ძალიან დატვირთული დღე გვქონდა დღეს და ძალიან ნაყოფიერი.,

საოცნებო...


воскресенье, 9 февраля 2014 г.

IV დღე

ტრენინგის მე-4 დღე,.
ძალიან საინტერესო დღე იყო მართლაც, პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოში და ჩავწერეთ სტრატეტეგიები, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე..

понедельник, 3 февраля 2014 г.

III დღე

დღეს 3 თებერვალია, ტრენინგის მე-3 დღე.,
ძალიან დატვირთული დღე გვქონდა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე, ვიუერის სახელმძღვანელოში ვნახეთ ნიმუშებიც.,გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, ეროვნული სასწავლო გეგმიდან  ვისწავლეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტებისა და მიზნების გადმოწერა.,ასევე შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,.
კიდევ მეტ საინტერესოს ველოდები შემდეგი ტრენინგებიდან.,

воскресенье, 2 февраля 2014 г.

II დღე

ტრენინგის მე-2 დღე...
არანაკლებ საინტერესო და ინფორმაციით დახუნძლული...
ჩვენმა ტრენერმა უაღრესად განათლებულმა პიროვნებამ - ნათიამ, გავასწავლა როგორ  გავაკეთოთ word-ის დოკუმენტში სასურველი ფორმისა და ფერის ბუკლეტები, შესაბამისად უფრო ვრცლად გავიარეთ ამ პროგრამის insert და page leiaut-ის ჩანართები, ამასთან ერთად intel- ის ვიუერის სახელმძღვანელოში ვნახეთ ბროშურების უკვე მზა შაბლონები და ვისწავლეთ მისი გამოყნება პროექტების მომზადების დროს.,დავმზადეთ ჩვენი პროექტისთვის მშობლებზე გასაგზავნი ბროშურები.,
ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო დღე იყო და უფრო საინტერესო ტრენინგ დღეები წინ გველოდება......

понедельник, 27 января 2014 г.

I დღე

დღეს 27 იანვარია.,
intel-ის ტრენინგის პირველი და ძალიან საინტერესო დღე,.
უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღეთ, მათ შორის რა არის ჩეკლისტი  და რისთვის დაგვჭირდება პროექტის მომზადების დროს, ასევე გავეცანით ძალიან მრავალფეროვან და საინტერესო შეფასების რუბრიკას, ვიმუშავეთ intel-ის სახელმძღვანელოზე და მის სტრუქტურაზე, გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და მოვახდინეთ მისი ორგანიზება.,

суббота, 4 января 2014 г.

საახალწლო ვიქტორინა ბუნებისმეტყველებაში, მე-7 საჯარო სკოლა

2013 წლის 20 დეკემბერს ხაშურის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდა საახალწლო გასართობი ვიქტორინა ბუნებისმეტყველებაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ამავე სკოლის IV, V და VI კლასის მოწავლეები, სულ 50 მოსწავლე. ისინი წინასწარი ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ კლასებიდან და 5 გუნდად გაერთიანდნენ, თითოეულ გუნდში ათი მოსწავლე იყო, რომელთაგან სამი იყო მე-4 კლასელი, სამი მე-6 კლასელი და ოთხიც მე-5 კლასელი,.
ვიქტორინა სამი ტურისგან შედგებოდა და ტითოეულ ტურში ათი შეკითხვა იყო, შეკითხვების დასმას და პასუხების აკრეფას თითოეული გუნდიდან  მე-10 კლასის მოსწავლეები უკეთებდნენ ორგანიზებას.,  პირველ ტურში ორი გუნდი გამოეთიშა თამაშს რომელმაც ყველაზე ცოტა შეკითხვას უპასუხა სწორად, მათ მესამე ადგილის სიგელები გადაეცათ, შემდეგ მეორე ტურში კიდევ ერთი გუნდი დამარცხდა და მათ მეორე ადგილის სიგელები გადაეცათ, ხოლო მესამე ტურში გასულ ორ გუნდს შორის პირველობისთვის გაიმართა ბრძოლა და გამარჯვებულ გუნდს პირველი ადგილის სიგელები გადაეცათ.,ტურიდან ტურში გადასვლისას ბავშვები სიმბოლურად საახალწლო სიმღერებს მღეროდნენ.
ვიქტორინის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი იყო ანა ტაბატაძე, ამავე სკოლის ბუნებისმეტყველება და ბიოლოგიის პედაგოგი.