понедельник, 27 января 2014 г.

I დღე

დღეს 27 იანვარია.,
intel-ის ტრენინგის პირველი და ძალიან საინტერესო დღე,.
უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღეთ, მათ შორის რა არის ჩეკლისტი  და რისთვის დაგვჭირდება პროექტის მომზადების დროს, ასევე გავეცანით ძალიან მრავალფეროვან და საინტერესო შეფასების რუბრიკას, ვიმუშავეთ intel-ის სახელმძღვანელოზე და მის სტრუქტურაზე, გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და მოვახდინეთ მისი ორგანიზება.,

суббота, 4 января 2014 г.

საახალწლო ვიქტორინა ბუნებისმეტყველებაში, მე-7 საჯარო სკოლა

2013 წლის 20 დეკემბერს ხაშურის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდა საახალწლო გასართობი ვიქტორინა ბუნებისმეტყველებაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ამავე სკოლის IV, V და VI კლასის მოწავლეები, სულ 50 მოსწავლე. ისინი წინასწარი ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ კლასებიდან და 5 გუნდად გაერთიანდნენ, თითოეულ გუნდში ათი მოსწავლე იყო, რომელთაგან სამი იყო მე-4 კლასელი, სამი მე-6 კლასელი და ოთხიც მე-5 კლასელი,.
ვიქტორინა სამი ტურისგან შედგებოდა და ტითოეულ ტურში ათი შეკითხვა იყო, შეკითხვების დასმას და პასუხების აკრეფას თითოეული გუნდიდან  მე-10 კლასის მოსწავლეები უკეთებდნენ ორგანიზებას.,  პირველ ტურში ორი გუნდი გამოეთიშა თამაშს რომელმაც ყველაზე ცოტა შეკითხვას უპასუხა სწორად, მათ მესამე ადგილის სიგელები გადაეცათ, შემდეგ მეორე ტურში კიდევ ერთი გუნდი დამარცხდა და მათ მეორე ადგილის სიგელები გადაეცათ, ხოლო მესამე ტურში გასულ ორ გუნდს შორის პირველობისთვის გაიმართა ბრძოლა და გამარჯვებულ გუნდს პირველი ადგილის სიგელები გადაეცათ.,ტურიდან ტურში გადასვლისას ბავშვები სიმბოლურად საახალწლო სიმღერებს მღეროდნენ.
ვიქტორინის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი იყო ანა ტაბატაძე, ამავე სკოლის ბუნებისმეტყველება და ბიოლოგიის პედაგოგი.