პროექტის სახელწოდება :
სხვადასხვა საკვები
პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულებების განსაზღვრა.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მოსწავლეები გამოიკვლევენ ამათუიმ
საკვები პროდუქტის ნივთიერებათა შემადგენლობას და განსაზღვრავენ მათ კვებით ღირებულებას,
რის საფუძველზეც შეიმუშავებენ საჭირო კვების რაციონს და შეეცდებიან იკვებონ სწორად,
მოუწოდებენ მათ გარშემო საზოგადოებასაც, რომ მიიღონ ჯანმრთელობისათვის და არა დანაყრებისათვის
აუცილებელი საკვები პროდუქტები.
პროექტის აქტუალურობა : პროექტი აქტუალურია რადგან, დღევანდელ
პირობებში ძალიან ბევრია გენმოდიფიცირებული
საკვები პროდუქტი, რის გამოც იმატა უამრავმა დაავადებამ და პათოლოგიამ, ჯანმრთელობისთვის
აუცილებელი და სასარგებლო საკვები პროდუქტი კი სამწუხაროდ ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია,
ისინი უპირატესობას ანიჭებენ გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და თვალში ლამაზად მოსულ ხილ-ბოსტნეულს.
პროექტის მიზნები : პროექტის დახმარებით მოსწავლეები
მიიღებენ რაც შეიძლება ღრმა ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისინი დაინტერესდებიან
და საზოგადოებასაც დაეხმარებიან ინფორმაციის მიღებაში, ასევე განუვითარდებათ კვლევა-ძიების,
დამოუკიდებლად მუშაობის, კომპიუტერთან მუშაობის
და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი : 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა : 2014 წლის აპრილ-მაისი, დაახლოებით
1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც
შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეებს აქვთ ყველა საჭირო ცოდნა და ინფორმაცია,
ისინი დაინტერესებულნი არიან ეს ცოდნა საზოგადოებასაც გაუზიარონ სხვადასხვა საშუალებით,
რისთვისაც გაკეთებული აქვთ ბუკლეტები word-ის პროგრამაში, პრეზენტაცია Power point-ში, სტატისტიკური მონაცემები Excel-ში, ინტერენეტიდან აქვთ მოძიებეული
მასალები,აწყობენ ვიდეო ფაილს Animoto-ს გამოყენებით, ამ ყველაფერს კი ათავსებენ
პროექტისთვის განკუთვნილ ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, ინტერნეტი, ფერადი პრინტერი,
ციფრული ფოტოაპარატი, ფორმატი, თაბახის ფურცლები, მარკერები, სახელმძღვანელო.
პოექტის მსვლელობა :
აქტივობა 1.
მოსწავლეებს ვაცნობ
პროექტის თემას და მისი განხორციელების გზებს, ვეკითხები რჩევებს რა უფრო მისაღებია
მათთვის და მათი პრიორიტეტების გათვალისწინებით ვახდენ პუნქციების დელეგირებას, ასევე
ვითვალისწინებ ზოგიერთის სურვილს პროექტში მონაწილეობის შესახებ.
აქტივობა 2. ფუნქციების მიხედვით დაყოფილი ჯგუფები,
იწყებენ ინფორმაციის მოძიებას სახვადასხვა საშუალებებით: I ჯგუფი - საზოგადოების გამოკითხვით თუ ვინ
რა საკვებს ანიჭებს უპირატესად, ადგენს სტატისტიკურ ანალიზს Excel-ში. II ჯგუფი -
ექიმი ენდოკრინოლოგისგან
იღებს ინტერვიუს და აკეთებს პატარა ვიდეო ფაილს animoto-ში, III ჯგუფი - იძიებს ინტერნეტიდან მასალებს და
ინფორმაციას, აკეთებს პრეზენტაციას Power
point-ში, IV ჯგუფი - word-ის პროგრამაში აკეთებს ბუკლეტებს
და არიგებს საზოგადოებაში.
აქტივობა3. მოსწავლეთა ნამუშევრების შეჯამება და პრეზენტაცია
სკოლის ადმინისტრაციასთან და სხვადსხვა სკოლის მოსწავლეთთათვის.
საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები იყენებენ ისტ-ს, მათემატიკას სტატისტიკური ანალიზისთვის, ქართულს ბუკლეტების
ტექსტის სწორად გასამართად.
ესგ-ით
განსაზღვრული ინდიკატორია:
პროექტის ხელმძღვანელი: მე-7 საჯარო სკოლის ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების
პედაგოგი ანა ტაბატაძე
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: