пятница, 13 декабря 2013 г.

მე-10 კლასის გაკვეთილის გეგმა, თემა: გულსისხლძარღვთა სისტემა.

გაკვეთილის თემა
გულ-სისხლძარღვთა სისიტემა
მასწავლებლის სახელი და გვარი
ანა ტაბატაძე
სწავლების საფეხური, კლასი
საშუალო, მე-10 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
20 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·         მოსწავლე შეძლებს დაახასიათოს
სისხლის მიმოქცევის სისტემა და მისი შემადგენელი კომპონენტები, თუ როგორ წარმოიქმნება არტერიული და ვენური წნევა, გაეცნობა გულის აგებულების და მუშაობის თავისებურებებს და შეძლებს აღწეროს ზოგიერთი გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ასევე გაანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობას.


·         მოსწავლე ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და მის შემადგენელ კომპონენტებს, იცის როგორ წარმოიქმნება არტერიული და ვენური წნევა, აღწერს გულის აგებულების და მუშაობის თავისებურებებს, ახასიათებს ზოგიერთ გულ-სისხლძარღვოვან პათოლოგიას, აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობას.
ე.ს.გ-ით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები
ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა  ორგანიზმისათვის.
·         მოსწავლე ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემის 4 ძირითად კომპონენტს (არე-სისხლი, გამტარი მილები-სისხლძარღვები, ტუმბო-გული, და მიმოცვლის უშუალო სეგმენტი-კაპილარები), თითოეულის მნიშვნელობას ნივთიერებათა ტრანსპორტის პროცესში.

·         ილუსტრაციის გამოყენებით აღწერს სისხლის წითელი უჯრედების მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში (მაგ. ერითროციტების მოძრაობას აორტიდან მარცხენა პარკუჭამდე).

·         განასხვავებს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას, ზომავს სისხლის წნევას, მსჯელობს გულის მუშაობასა და სისხლის წნევას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე.

·         აღწერს ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ გულისა და სისხლის წნევის რეგულირების პროცესს .

·         აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკფაქტორების ზეგავლენის შემცირების მნიშვნელობას.

·         ახასიათებს ზოგიერთ სისხლძარღვოვან პათოლოგიას (მაგ. ათეროსკლეროზი, გულის მანკი, გულის კუნთის ინფარქტი).
წინასწარი ცოდნა
უჯრედის სტრუქტურული აგებულება და ქიმიური შედგენილობა, ნივთიერებათა ტრანსპორტი და მისი სახეები ცხოველებში, იმუნიტეტი, კომპიუტერზე მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევები, პროგრამა Word- ში გრაფიკული დიაგრამების აგება.
შეფასების საგანი და პროცედურები
1.მოსწავლე ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემის აგებულების ძირითად თავისებურებებს, 2.ახდენს კლასიფიკაციას მისი შემადგენელი კომპონენტების და აყალიბებს თითოეულის ფუნქციას, 3.აკავშირებს ერთმანეთთან სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეს, 4.ასაბუთებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მნიშვნელობას ადამიანის არსებობისთვის.
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
გაკვეთილის მსვლელობა
Aფაზა(გამოწვევა)
აქტივობა1. დრო 10წთ
მასწავლებელი გონებრივი იერიშით იწვევს ბავშვების აზროვნებას.
მოსწავლეებს ეკითხება: რატომ არის, რომ ჩვენი ორგანიზმი არ არის გარემოს ტემპერატურაზე დამოკიდებული  და ჩვენი ტემპერატურა ყინვის და სიცხის მიუხედავად ყოველთვის არის 36,7 გრადუსი?
მოსწავლეები დამოუკიდებლად და თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.
აქტივობა 2. დრო 5წთ  
სტრატეგია მიზეზშედეგობრივი კავშირის გამოყენებით მოსწავლები ინდივიდუალურად ავსებენ გრაფიკს თავიანთ კომპიუტერზე.

Bფაზა(შინაარსი)
აქტივობა 3. დრო 15წთ
 მასწავლებელი ლექციური ტიპით საუბრობს თემის ირგვლივ და აჩვენებს გულის მუშაობის ამსახველ ვიდეოს.

Cფაზა(რეფლექსია)
აქტივობა 4. დრო 5წთ - სტრატეგია ცნებათა რუკის გამოყენებით ჯამბდება გაკვეთილი, აქაც მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ.
აქტივობა 5. დრო 5წთ.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მასწვლებელი გებულობს:  რომელი საკითხი იყო მათთვის ყველაზე მეტად საინტერესო, რის გაგება გაუჭირდათ, რა ინფორმაციის გაგება დააინტერესებდათ დამატებით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. (ეს ყოველივე მასწავლებელს დაეხმარება იმაში, რომ უკეთ დაგეგმოს მომავალი გაკვეთილი)
აქტივობა 6. დრო 5წთ.
მასწავლებელი ობიექტურად და გამჭვირვალედ აწარმოებს თითოეული მოსწავლის შეფასებას, წინასწარ განსაზღვრული რუბრიკის მიხედვით.
საკლასო მენეჯმენტი
ბიოლოგიის მე-10 კლასის სახელმძღვანელო,ავტორები: მ.სეხნიაშვილი, მ.მაყაშვილი, მ.ჯალიაშვილი.
კომპიუტერი თითოეული მოსწავლისთვის, პროექტორი, თვალსაჩინოებები,პლაკატები.

Комментариев нет:

Отправить комментарий