среда, 12 марта 2014 г.

IX დღე

დამთავრდა  ცხრა დღიანი ტრენინგ კურსი, უაღრესად დატვირთული და საინტერესო..
ბოლო დღეს ნათია ტრენერმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ბლოგზე გადატანა ჩვენი პროექტის გეგმის,.შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები, რაც ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა...
და ბოლოს....იმედია ასეთი ტრენინგები ხშირად ჩაგვიტარდება და გავიღრმავებთ ცოდნასაც და გამოცდილებასაც....

пятница, 21 февраля 2014 г.

VIII დღე

ინტელის ტრენინგის ბოლო დღე.,რათქმაუნდა მოლოდინებით აღსავსე პრეენტაციების დღეს თუ არ ჩათვლით:)
დღეს ტრენერმა გაგვახსენა ფასილიტაციის არსი და გვაჩვენა ორი პრეზენტაცია რომელიც სწავლების ამ მეთოდს ემყარებოდა,. შემდეგ ჩვენ გაგვაკეთებინა მსგავსი პრინციპით პრეზენტაციები ოღონდ ჩვენს პროექტზე მისადაგებული.,
კვლავ გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და შევავსეთ  დარჩენილი საკითხები.,
გული მწყდება, რომ ტრენინგი დასასრულს უახლოვდება.,:(

VII დღე

დღეს intel-ის ტრენინგის ბოლოდან მეორე დღეა და ვხვდებით, რომ თანდათან მიილია ეს ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი კურსი ჩვენთვის.,
ამ დღეს ჩვენ კვლავ გავაკეთეთ წინა ტრენინგდღის რეფლექსია, კვლავ გადავავლეთ თვალი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკას, კიდევ გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა, ვისაუბრეთ ვიკიზე როგორც დაუმთავრებელ ინტერნეტსივრცეზე, ვისაუბრეთ მოსწვლეთა საჭიროებებზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე, განსაკუთრებული და მაღალი საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, ასევე გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე, გავიხსენეთ სკაფოლდინგი- ხარაჩოს მეთოდი, .შევქმენით პრეზენტაცია და შევინახეთ.,

воскресенье, 16 февраля 2014 г.

VI დღე

დღეს პროექტის გეგმაში შევავსეთ საბაზისო უნარები, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება word-ის და    power point-ის დოკუმენტში, ვიუერის სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების შაბლონებში და პროექტის გეგმაში პროექტის პროცედურების ჩასმაზე,.
ასევე პროექტის პორტფოლიოს ჩეკლისტში მოვნიშნეთ ჩვენი ნაბიჯები.,

понедельник, 10 февраля 2014 г.

V დღე

10 თებერვალი, ტრენინგის მე-5 დღე.,
დღეს პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტების სქემაზე და ჩავწერეთ ჩვენი აქტივობების შესაბამისი შეფასებები, ასევე ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და მოგვიწოდა, რომ არ დავარღვიოთ სხვისი საავტორო უფლებები ჩვენს სასარგებლოდ, გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოში გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს და შევავსეთ ის, ასევე ვისწავლეთ ინტერნეტიდან მოძიებული მასალის ლინკების გადატანა გამოყენებული ლიტერატურის გვერდზე და you tube- დან ვიდეოს გადატანა ბლოგზე, კიდევ ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება ბლოგზე.,
ასე რომ ძალიან დატვირთული დღე გვქონდა დღეს და ძალიან ნაყოფიერი.,

საოცნებო...